Amwe kalata (ამწე კალათა)
გამოგვიძახეთ ამწე კალათა ფასადის სამუშაოებზე, განათების მონტაჟზე, ხის დაჭრაზე ან სარეკლამო კონსტრუქციის აწყობაზე — მანქანა მისამართზე მოდის იმ დღესვე, ოპერატორთან ერთად

ვაქირავებთ ამწე კალათებს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში
ჩვენთან ამწე კალათის შეკვეთა არ ნიშნავს მარტო ტექნიკის გამოგზავნას, ყოველ ობიექტზე მოდის ოპერატორი, რომელიც იცნობს მანქანას და დაგეხმარებათ სამუშაოს უსაფრთხოდ დაგეგმვაში. ვმუშაობთ როგორც კერძო შემკვეთებთან : ფასადის შეღებვა, წყალსაწრეტების წმენდა, ხის ტოტების ჭრა. ასევე სამშენებლო კომპანიებთან, სადაც საჭიროა სტაბილური, დღიური ან თვიური თანამშრომლობა.
ამწე კალათის დაქირავება .თქვენს გრაფიკზე მორგებული - Amwe kalata
ვირჩევთ ტექნიკას სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე:სიმაღლის, წვდომის კუთხისა და ტვირთამწეობის მიხედვით, რომ თავიდან ავიცილოთ არასწორად შერჩეული მანქანით დახარჯული დღე.
მოკლევადიან სამუშაოზე — რამდენიმე საათი საკმარისია, ანაზღაურებთ მხოლოდ რეალურად გამოყენებულ დროს
სამშენებლო ან ფასადის სამუშაოებზე, სადაც ტექნიკა მთელი დღით არის საჭირო ობიექტზე
თბილისის გარეთაც მივდივართ — მისამართი და ვადები წინასწარ შეთანხმებით
ჩვენი პრინციპები amwe kalata
ტექნიკის დაქირავება რომ იყოს ისეთივე მარტივი, როგორც ტაქსის გამოძახება:ერთი ზარით, დაზუსტებული ფასით, დაგვიანების გარეშე.
ყოველ ობიექტზე მივაწოდოთ სამუშაოსთვის სწორად შერჩეული ამწე კალათა და გამოცდილი ოპერატორი, არა უბრალოდ "ხელმისაწვდომი" მანქანა.
უსაფრთხოება არ არის დამატებითი სერვისი,ის ჩვენი ყოველი გამოძახების საწყისი პირობაა.
ტექნიკა რეგულარულად გადის შემოწმებას, ოპერატორები კი მუშაობენ დამტკიცებული უსაფრთხოების წესების დაცვით.განსაკუთრებით მაშინ, როცა სამუშაო მაღალ სიმაღლეზე ან ხალხმრავალ ადგილას მიმდინარეობს.ტექნიკა რეგულარულად გადის შემოწმებას, ოპერატორები კი მუშაობენ საქართველოს სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვით

შეკვეთიდან რამდენიმე საათში ტექნიკა უკვე ობიექტზეა.
თითოეული მანქანა გამოგზავნილია ოპერატორთან ერთად.
ამწე კალათები რეგულარულად მოწმდება ექსპლუატაციამდე.
ვირჩევთ მოდელს კონკრეტული სამუშაოსთვის, არა პირიქით.
ამწე კალათები სხვადასხვა სამუშაოსთვის
პარკში გვაქვს განსხვავებული სიმაღლისა და კონსტრუქციის ამწე კალათები — დაბალსართულიან ფასადებზე სამუშაოდან დაწყებული, სარეკლამო ბანერების დამონტაჟებამდე მაღალსართულიან შენობებზე. სანამ მანქანას გამოგზავნით, გვირჩევნია დავაზუსტოთ სამუშაოს სიმაღლე და წვდომის პირობები (ეზო, ქუჩა, ფასადთან მანძილი), რომ ერთხელ გამოგზავნილი ტექნიკა სამუშაოს ბოლომდე მოერგოს.
დაქირავების პროცესი ერთი ზარით იწყება, გვეუბნებით სამუშაოს ტიპს და მისამართს, ჩვენ კი გთავაზობთ იმ მოდელს, რომელიც კონკრეტულ ობიექტზე რეალურად გჭირდებათ.
ხშირად გვხვდება შემთხვევები, როცა ადამიანმა უკვე იცის, რომელი ტექნიკა უნდა, თუმცა ეზოს სიგანე ან ფასადთან არსებული მანძილი მას არ ერგება. ამიტომ, სანამ მანქანას გამოვგზავნით, რამდენიმე კითხვას გისვამთ: რა სიმაღლეზეა სამუშაო? არის თუ არა ეზოში საკმარისი ადგილი მანევრირებისთვის? გვჭირდება თუ არა დამატებითი დაშვება, მაგალითად, საერთო საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შესასვლელად? ეს ცოტა დამატებით დროს მოითხოვს, მაგრამ გვაძლევს საშუალებას, თავიდან ავიცილოთ სიტუაცია, როცა ტექნიკა ობიექტზე მივა და მუშაობას ვერ დაიწყებს.
ობიექტზე ოპერატორი მთელი სამუშაოს განმავლობაში რჩება. მისი ფუნქცია მხოლოდ ტექნიკის მართვა არ არის — ის ასევე ზრუნავს იმაზე, რომ სამუშაო არეალი უსაფრთხოდ იყოს მოწყობილი, სანამ თქვენ ან თქვენი გუნდი კალათაში იმყოფებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდროდ დასახლებულ უბნებში, სადაც ქვემოთ გამვლელები არიან ან ეზოში მანქანებია გაჩერებული.
ვმუშაობთ თბილისის ყველა უბანში — საბურთალო, ვაკე, დიდუბე, გლდანი, ისანი, სამგორი და საჭიროების შემთხვევაში რეგიონებშიც გამოვდივართ : ნატახტარი, მცხეთა, გორი, გუდაური , ბაკურიანი, რუსთავი, მარნეული , დიდგორი ,კაჭრეთი და სხვა. ზუსტი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით და მიიღეთ საუკეთესო მომსახურება ამწე კალათები გაქირავების სფეროში.
ყველაზე ხშირად ვაქირავებთ ფასადის სამუშაოებისთვის, როგორიცაა შეღებვა, თბოიზოლაცია და აივნების რემონტი. ასევე, განათებისა და კამერების მონტაჟისთვის, ხეების ტოტების გასწორებისთვის, სარეკლამო ბანერებისა და ფასადის აბრების დასამონტაჟებლად, შეიძლება ყვავილების მიწოდებაშიც დაგეხმაროთ .
თუ სამუშაო არასტანდარტულია — მაგალითად, საჭიროა ვიწრო ეზოდან ან შენობის უკანა მხრიდან წვდომა — ამასაც წინასწარ ვამოწმებთ. ჩვენი მიზანია, გამოგზავნილმა ტექნიკამ ობიექტზე მისვლისთანავე შეძლოს მუშაობის დაწყება და დაგეგმილი სამუშაო დროულად დასრულდეს.