ამწე კალათა გამოძახებით

სწრაფი გამოძახება – შესაძლებელია უახლოეს ერთ საათში ამწე უკვე თქვენთან იყოს, ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ მიიღებთ საუკეთესო მომსახურებას.

ამწე კალათა გამოძახებით
წლიანი გამოცდილება
0 +
ჩვენ შესახებ
ტექნიკა, რომელსაც უნდა ენდო მაღალ სამუშაოზე

წლების გამოცდილება ამწე კალათების მომსახურებაში,როგორც თბილისში ისე საქართველოს სხვა რეგიონებში.

გამოძახება ჯერ ასეთი მარტივი არ ყოფილა. ვმუშაობთ გამჭვირვალედ – ჯერ ვისმენთ სამუშაოს დეტალებს, შემდეგ გთავაზობთ შესაფერის ტექნიკას და ზუსტ ფასს, ისე რომ არანაირი მოულოდნელი დანამატი არ გელოდებათ. ჩვენი ოპერატორები გამოცდილნი არიან როგორც ვიწრო ეზოებში, ისე მაღალსართულიან ობიექტებზე მუშაობაში.

რას გთავაზობთ

ამწე კალათის სერვისი ყველა საჭიროებისთვის

სამუშაოს ხასიათისა და სიმაღლის მიხედვით ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ტექნიკას — მცირე, ვიწრო ეზოსთვის შესაფერისი ვარიანტიდან, მაღალი წვდომის მძლავრ ამწემდე.

საათობრივი გამოძახება

მოკლევადიანი სამუშაოსთვის — ფასადის წერტილოვანი შეკეთება, ბანერის დამონტაჟება, ხის ცალკეული ტოტების მოჭრა

დღიური გამოძახება

გრძელვადიანი და დიდი მოცულობის სამუშაოსთვის — ეკონომიური ტარიფით, ერთი ან რამდენიმე დღის განმავლობაში.

მომსახურება რეგიონებში

არა მხოლოდ თბილისში — ტექნიკას ვაგზავნით საქართველოს რეგიონებშიც, ლოკაციის მიხედვით შეთანხმებული პირობებით.

ჩვენი მიდგომა

სანდოობა, სისწრაფე და გამჭვირვალობა — ყოველ გამოძახებაზე

გვჯერა, რომ ტექნიკის გამოძახება არ უნდა იყოს რთული პროცესი. ამიტომ ვამარტივებთ ყველაფერს — შეთანხმებიდან ობიექტზე ტექნიკის ჩასვლამდე.

ჩვენი მიდგომა

ყოველთვის ვართ ხელმისაწვდომნი, როცა სამუშაო სასწრაფოა და დროზეა დამოკიდებული.

გამოცდილება

გამართული ტექნიკა და გამოცდილი ოპერატორები — ყოველ ობიექტზე, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.

პრინციპი

ფასი ვთანხმდებით წინასწარ და მას არ ვცვლით სამუშაოს დასრულების შემდეგ.

რატომ ირჩევენ Renthub-ს

ტექნიკის ხარისხი და ოპერატორის გამოცდილება პირდაპირ განსაზღვრავს სამუშაოს უსაფრთხოებასა და შედეგს — ამიტომ ორივეზე ვართ განსაკუთრებით მომთხოვნი.

სწრაფი გამოძახება

ხშირ შემთხვევაში ტექნიკა ობიექტზე თბილისის მაშტაბით ერთ საათში მოვა (მხედველობაში უნდა მივიღოთ არსებული საცობები)

გამჭვირვალე შეთანხმება

ფასსა და ვადებზე ვთანხმდებით გამოძახებამდე, დამალული პირობების გარეშე.

გამოცდილი ოპერატორები

ყოველი ოპერატორი მუშაობს სხვადასხვა სირთულის ობიექტზე მუშაობის რეალური გამოცდილებით.რა თქმა უნად მათ აქვთ ამწეს მართვის სერთიფიკატები

გამართული ტექნიკა

მთელი პარკი რეგულარულად გადის ტექნიკურ შემოწმებას, ავარიის რისკის მინიმუმამდე დასაყვანად.

გჭირდებათ ამწე კალათა დღეს?

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება გამოძახებამდე

ამწე კალათის შეკვეთა  მარტივი პროცესია, თუმცა რამდენიმე დეტალის წინასწარ გათვალისწინება დაზოგავს დროსაც და თავიდან აგარიდებთ არასასურველ სიურპრიზებს ობიექტზე.

მისასვლელი გზა. სანამ ტექნიკას გამოგიგზავნით, ვამოწმებთ, თუ როგორი წვდომაა ობიექტზე — ვიწროა ეზო, არის თუ არა კარიბჭის შეზღუდვა, დგას თუ არა მანქანები, რომლებიც გზას გადაუღობავს. რაც უფრო ზუსტად აღწერთ ადგილს წინასწარ, მით ნაკლებია რისკი, რომ ოპერატორი ადგილზე მისვლისას დამატებით პრობლემას წააწყდეს.

სამუშაო სიმაღლე . ხშირად კლიენტი „მაღალ სართულს” ასახელებს კონკრეტული მეტრების ნაცვლად — ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, სატელეფონო საუბრისას ერთად დავაზუსტოთ, სად მთავრდება სამუშაო წერტილი ეს პირდაპირ განსაზღვრავს, რომელი ტიპის ამწე კალათა გამოგადგებათ.

ფასი თქვენი სამუშაოს მიხედვით

ამწე კალათა გამოძახებით

 ფასს ვთვლით სამუშაოს მოცულობის, სიმაღლის და ხანგრძლივობის მიხედვით. დაგვირეკეთ და მიიღეთ ზუსტი გათვლა თქვენი შემთხვევისთვის. დღიურად დაქირავების შემთხვევაში ამწე კალათა თქვენთან 8 სამუშაო საათი იქნება .

ტექნიკის პარკი, რომელსაც ვინახავთ გამართულს

ყოველი ამწე კალათა რეგულარულად გადის ტექნიკურ დათვალიერებას გამოძახებამდე. ასე ვამცირებთ დროის დანაკარგისა და ტექნიკური შეფერხების რისკს ობიექტზე. ამწე კალათის გამოგონების ისტორია

აუცილებელია გავითვალისწინოთ

ამინდის პირობები. ძლიერი ქარი ან ინტენსიური წვიმა ხშირად ტექნიკური მიზეზების გამო ზღუდავს სამუშაოს მაღალ სიმაღლეზე — ეს არ არის ჩვენი ახირება, არამედ უსაფრთხოების სტანდარტი, რომელსაც ყველა სერიოზული კომპანია იცავს. თუ თქვენი სამუშაო ამინდზეა დამოკიდებული, სჯობს გამოძახებამდე ალტერნატიულ დღეზეც შევთანხმდეთ.

ოპერატორის თანდასწრება. ჩვენთან ტექნიკას თან ახლავს გამოცდილი ოპერატორი — ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ გჭირდებათ საკუთარი პერსონალის მომზადება ან სპეციალური მოწმობის ქონა. საკმარისია, აუხსნათ სამუშაოს არსი, დანარჩენს ოპერატორი უზრუნველყოფს.

ამ დეტალების წინასწარ დაზუსტება ჩვეულებრივ 2-3 წუთს მოითხოვს ტელეფონზე საუბრისას, მაგრამ სწორედ ეს ზოგავს დროსა და ნერვებს სამუშაო დღეს.

რატომ არის ამწე კალათის როლი ასე დიდი?

სახლის ფასადის შეღებვას აპირებთ, თუ ბანერი უნდა ჩამოკიდოთ მაღალ სართულზე? ხეების გადაბელვა გსურთ ეზოში და ვერანაირად ვერ მიუახლოვდებით მის ზედა ტოტებს? სწორედ ამ დროს ხდება საჭირო ამწე კალათის გამოძახება — ტექნიკა, რომელიც ადამიანს უსაფრთხოდ, კომფორტულად და მოკლე დროში აყვანს იმ სიმაღლეზე, სადაც კიბით ან სხვა საშუალებით მისვლა ან შეუძლებელია, ან უბრალოდ სახიფათოა.

ჩვენთან ამწე კალათის დაკვეთა არ ნიშნავს გრძელ ლოდინს.ერთი ზარით ან შეტყობინებით ვთანხმდებით სამუშაოს მოცულობაზე,დროზე და ადგილზე და ტექნიკა თქვენთან უმეტესად იმავე ან მომდევნო დღეს ჩნდება, გამოცდილ ოპერატორთან ერთად.

 

ამწე კალათა გამოძახებით — ერთი ზარით
სწრაფად, უსაფრთხოდ და გამჭვირვალე პირობებით
დაგრჩათ კითხვები, ან სამუშაოს დეტალები გინდათ დააკონკრეტოთ? დაგვირეკეთ +995 599 54 84 52-ზე — სამუშაოს აღწერით დაგეხმარებით შესაფერისი ტექნიკის შერჩევასა და ფასის დათვლაში.